რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ისრაელში შექმნილი ვითარება ტელეფონით განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ისრაელში შექმნილი ვითარება ტელეფონით განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარეებს შორის დიალოგის განახლებისთვის ჩართულობის მზადყოფნა გამოხატეს.

ამასთან, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჰუმანიტარული საჭიროების დაკმაყოფილების გზებზეც.