„ცახალის“ ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია

„ცახალის“ ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია

„ცახალის“ ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ღაზის სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.