„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ტაილანდის 18 მოქალაქე ემსხვერპლა

„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ტაილანდის 18 მოქალაქე ემსხვერპლა

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ტაილანდის 18 მოქალაქე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ტერორისტებმა ტაილანდის 11 მოქალაქე მძევლად აიყვანეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.