„ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, სანამ ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს, - ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს „გადაიხადოს საფასური“, თუ მას სურს ტყვეების დაბრუნება.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.