ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
მათი განმარტებით, ცხედრები ისრაელსა და ღაზის სექტორის მიდამოებში იპოვეს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.