აიათოლა ალი ხამენეი: ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

აიათოლა ალი ხამენეი: ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან არაფერი აკავშირებს, თუმცა მისივე თქმით, მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“.

„ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა“, - განაცხადა ხამენეიმ.

ირანი „ჰამასის“ მხარდამჭერ ძალად მოიაზრება, რომელიც დაჯგუფების წვრთნებსა და შეიარაღების მიწოდებას უზრუნველყოფს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.