ჰადას მეიცადი: ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ

ჰადას მეიცადი: ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ

ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტების მიერ აყვანილი ტყვეების შესახებ დაზუსტებული ციფრები არ გააჩნიათ.

„ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც დაატყვევეს. ყველა მათგანი ბავშვი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანზე არ არსებობს ინფორმაცია. ადამიანები ონლაინ აქვეყნებენ სურათებს შვილების, ნათესავების და ეკითხებიან ადამიანებს, რაიმე ხომ არ იციან მათ შესახებ.

ტერორისტებს არაფერი აჩერებთ. ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ქალები და ბავშვები აჰყავდათ. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ. ციფრები საკმაოდ მძიმეა, ვიდეოები ძალიან ძნელი საყურებელია. ვისაც გული აქვს, ვერ დარჩება ინდიფერენტული იმის მიმართ, რაც ნახა“, - აღნიშნა ჰადას მეიცადმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.