თურმე ძალზედ შემცდარა ის, ვისაც ეგონა, რომ ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი ჰოლივუდური ტრილოგია – “მატრიცა“, უკანასკანელი, ანუ მესამე ფილმით – “მატრიცა რევოლუციით“ დასრულდა. როგორც ჰოლივუდის ვარკვლავი – კიანუ რივზი ამბობს, მას “მატრიცას“ რეჟოსორმა – ვაჩოვსკიმ, ახალ “მატრიცაში“ მონაწილეობა შესთავაზა და დაარწმუნა, რომ ამ ფილმის მინიმუმ ორი სერია დაგეგმილი აქვს.
კიანუ რა თქმა უნდა ფილმის ცენტრალური გმირის – ნეოს როლს შეასრულებს. ამას გარდა, ვაჩოვსკის გადაუწყვეტია, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე მოდას და ახალი “მატრიცა“, 3D ფორმატში გადაღოს, რაც ფილმს დამატებით პოპულარობას შესძენს.
ჯერჯეობით საუბარი არ არის, ახალი “მატრიცას“ შინაარსსა და სიუჟეტზე. ამის მიზეზი ის არის, რომ რეჟისორი ამჯერად სხვა ფილმის გადაღებით არის დაკავებული და სანამ იმ ფილმის გადაღებას არ მორჩება, მანამდე ნეოს, ორფეოსისა და ტრინიტის ეკრანზე ხელახლა გაცოცხლებას ვერ შეძლებს.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ხელისშემშლელი შემთხვევა არ მოხდა, კაჩოვსკი და მისი გუნდი, ახალი “მატრიცას“, გადაჭებას ზუსტად 1 წლის შემდეგ, ანუ, 2012 წლის იანვარში დაიწყებენ.