პაველ ჰერჩინსკი: ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით ერთის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მეორეს მხრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს პირველი პრიორიტეტის შესრულებას

პაველ ჰერჩინსკი: ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით ერთის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მეორეს მხრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს პირველი პრიორიტეტის შესრულებას

ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები, ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი კი აცხადებს, რომ საქართველოს პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა.

„თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული: ერთის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას. მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყოს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას. კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ ხელს არ შეუწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას“, - აღნიშნა ელჩმა.