შალვა პაპუაშვილი: თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებობას და როგორ შეიძლება თვითნებობა იყოს ევროპული ქცევა

შალვა პაპუაშვილი: თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებობას და როგორ შეიძლება თვითნებობა იყოს ევროპული ქცევა

ევროპული ღირებულება გულისხმობს კანონის უზენაესობას და უზენაესი კანონი ქვეყანაში არის კონსტიტუცია. აქ არის ჭიდილი კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვას შეეხებოდა.

„თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებობას და როგორ შეიძლება თვითნებობა იყოს ევროპული ქცევა?! რაც შეეხება მეთოდს, როგორ ირკვევა ეს საკითხი - როცა სადავოა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. ეს არის ტესტი ჩვენი ევროპულობისა, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ სამართლებრივი, ევროპული გზით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.