არჩილ თალაკვაძე: შეწყალება, ან იმპიჩმენტი - ეს იყო ულტიმატუმი, რაც

არჩილ თალაკვაძე: შეწყალება, ან იმპიჩმენტი - ეს იყო ულტიმატუმი, რაც "ნაცმოძრაობამ" და რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტს უკვე გააცნო

შეწყალება ან იმპიჩმენტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "რადიკალურმა" ოპოზიციამ პრეზიდენტს ასეთი ულტიმატუმი წაუყენა. მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებს.

"ვხედავთ, ოპოზიცია უკვე ურთიერთბრალდებების და თავის მართლების რეჟიმშია გადასული. ეს იმის გამოა, რომ ორი ადამიანიც კი ერთმანეთს არ ენდობა ოპოზიციაში, დაშლილია და ყველა ცდილობს, მეორეს გადააბაროს პასუხისმგებლობა. ერთ მხარეს, ანუ ერთი პირით, პრეზიდენტს უკვე შეუთვალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ან შეწყალება, ან იმპიჩმენტი, ეს იყო ულტიმატუმი, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტს უკვე გააცნო, მეორე მხარეს ისინი თამაშობენ, გუშინ წამოიწყეს დისკუსია, რომ თითქოს, რეგლამენტში უკვე ჩაწერილი ფარული კენჭისყრა, რაღაც ახალია, აქამდე არ იცოდნენ და გუშინ წამოიწყეს ამაზე წუხილების გამოთქმა. ეს ორი ემსახურება, რეალურად, პოლიტიკურ ვაჭრობას პრეზიდენტთან,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.