ღვინო ყოველ საღამოს

ღვინო ყოველ საღამოს

მევენახეობისა და მეღვინეობის ახალი პრინციპით - “ვაყენებთ ღვინოებს, რომელთა მიღება შეიძლება ყოველ საღამოს“ FETZER-ი ცნობილი გახდა, როგორც მაღალხარისხოვანი და ზომიერ ფასიანი ღვინის მწარმოებელი კომპანია, 1976 წლამდე იგი მხოლოდ ყურძნის წითელ ჯიშებზე მუშაობდა და ამის გამო ფრანგულ “შარდონესთან“ კონკურენტულ ბრძოლაში, გამარჯვების არავითარი შანსი არ ჰქონდა, სანამ ენოლოგ პოლ დოლანის რეკომენდაციით არ დაიწყო თეთრი ღვინის დაყენება.

1981 წელს, კომპანიის მფლობელი –  ბარნი ფეტზერი გარდაიცვალა და მისმა ათმა შვილმა (11-ი დან) გააგრძელეს მეღვინეობის FETZER -ისეული ტრადიციები. (აქ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კალიფორნიული ყურძნის ჯიშები, თავიანთი ღირსებათვისებებით, ახლოსაც ვერ მოვლენ ვაზის ქართულ ჯიშებთან) XX-საუკუნის 80-იანი წლებიდან “შარდონე“ მეღვინეობის მთავარი კანონმდებელია, ხოლო 1985 წლიდან FETZER-ი იწყებს ეკოლოგიურად სუფთა ვენახის გაშენებას და 1988 წელს უკვე 131 აკრ ფართობზე.

შედეგები ისეთი განსაცვიფრებლად საუკეთესო იყო, რომ 1990 წელს FETZER-მა უკვე ვალდებულება აიღო, მთელი ყურძენი, ეკოლოგიური სისუფთავის (ე.ი. სინთეზური სასუქების გარეშე მოყვანა, რაც ყურძნის საგემოვნო თვისებებს აუმჯობესებს) პირობებში მოეყვანა და მორიგი 5 წლის განმავლობაში მოეხდინა ვენახების ადაპტირება ბიომეღვინეობისათვის. დღეისათვის FETZER-ი ყველაზე დიდი მწარმოებელია - სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისა, მთელს მსოფლიოში.