„პოლიტიკური მაროდიორია“ - სალომე ზურაბიშვილმა გუბაზის მოსაწონი ვერაფერი გააკეთა

„პოლიტიკური მაროდიორია“ - სალომე ზურაბიშვილმა გუბაზის მოსაწონი ვერაფერი გააკეთა

"სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური მაროდიორია" - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებული ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არ ჩამორთმევას გულისხმობს.

სანიკიძის თქმით, დღესდღეობით საქართველოს ეროვნული ბანკი იმ მეკობრის ხელშია, რომელიც ყველა ხელისუფალს ერგება.

„ხალხმა დაინახა ერთი რამ, რომ ბიძინა არ არის ყოვლისშემძლე. ქვეყანა არ არის რუსეთის მხარეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მხარეს დგას. ფარცხალაძე არის "ფეესბეს" შპიონი, აგენტი კი შეიძლება "ქართული ოცნების" ის რომელიმე წარმომადგენელი იყოს, ვინც პარლამენტში ზის. ბიძინა უსაფრთხოება კი არ არის, იგი საფრთხეა უკვე ყველასთვის. 

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის გამოცანაა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური მაროდიორია. ეს ქალი ყოველთვის იწყებს და საბოლოოდ ბიძინას ერთგულებით ამთავრებს. 

რაც შეეხება ეროვნული ბანკს, იგი მეკობრის ხელშია. ნათია თურნავა კი დასაჭერია. ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი და ძონძი - აი, ეს არის ეროვნული ბანკი დღეს“ - აღნიშნა სანიკიძემ.