ბექა ოდიშარია: რჩება მყარი ვარაუდი, ფარცხალაძის თემა დარჩეს პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე, შეიქმნას ხელოვნური ტივტივა, ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები ამ ტივტივას ჩამოეკიდონ და თემით აპელირება მოახდინონ

ბექა ოდიშარია: რჩება მყარი ვარაუდი, ფარცხალაძის თემა დარჩეს პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე, შეიქმნას ხელოვნური ტივტივა, ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები ამ ტივტივას ჩამოეკიდონ და თემით აპელირება მოახდინონ

რჩება ერთადერთი და ძალიან მყარი ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ თემა დარჩეს პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე, შეიქმნას ხელოვნური ტივტივა, პარაზიტი, ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები და პოლიტიკოსები და მათ შორის მავნებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელოვნურად გაბერილ ტივტივას ჩამოეკიდონ და სანამ ეს ბუშტი არ გასკდება, ამ თემით აპელირება მოახდინონ, - ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის მიმართ პრეზიდენტის შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არცერთ მის გამოთქმულ [პრეზიდენტის] მოსაზრებას არგუმენტი არ აქვს. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ექსპერტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სამართალმცოდნეების მოსაზრებები. როდესაც სამართლებრივ, ან პოლიტიკურ ჭრილშია განცხადებები, ან მოქმედებები, ადვილია ოპონირება, პროგნოზირება და ანალიზი, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ვერცერთი რეალობასთან მიახლოებული განცხადება. რჩება ერთადერთი და ძალიან მყარი ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ [ფარცხალაძის] თემა დარჩეს პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე, შეიქმნას ხელოვნური ტივტივა, პარაზიტი, ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები და პოლიტიკოსები და მათ შორის მავნებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელოვნურად გაბერილ ტივტივას ჩამოეკიდონ და სანამ ეს ბუშტი არ გასკდება, ამ თემით აპელირება მოახდინონ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.