ევროკრედიტის ბიზნეს სესხი განვითარებადი ბიზნესისთვის - საიმედო კომპანიონი

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი განვითარებადი ბიზნესისთვის - საიმედო კომპანიონი

დინამიური და განვითარებადი ბიზნესისთვის, მიღწეულ შედეგებზე გაჩერება არასდროს არის თვითმიზანი, ამიტომაც, ისეთ საიმედო ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც ევროკრედიტია, უფლებას გაძლევთ იყოთ გაბედულები და ყოველთვის შეეჭიდოთ ახალ პროექტებს. მნიშვნელობა არ აქვს ჯერ მხოლოდ ბიზნეს იდეა გაქვთ, თუ უკვე ფლობთ სტაბილურ ბიზნესს - ევროკრედიტის ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ. 
წლებია, ევროკრედიტი არაერთი წარმატებული კომპანიის მხარდამჭერია. კრედიტორის გამოცდილება ბიზნესს ეხმარება გააანალიზოს შესაძლებლობები, მიიღოს კომფორტული პირობები, შეინარჩუნოს მდგრადობა და განვითარდეს. 

 ევროკრედიტის ბიზნეს სესხი

პროდუქტის შექმნის მოტივაცია, წლების წინაც, ბიზნესის მხარდაჭერა იყო. ევროკრედიტის სიაში ბიზნეს სესხი პანდემიის პერიოდიდან გაჩნდა. მიზეზი ბიზნესის მხრიდან სწრაფ სესხებზე გაჩენილი მოთხოვნა გახდა. 2020 წელს, არაერთი საშუალო თუ მცირე კომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ზოგს დროებით, ზოგსაც კი სამუდამოდ მოუწია ბიზნეს საქმიანობის შეჩერება. 

ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, ბიზნესს დროული გადაწყვეტილება და სწრაფი ხელმისაწვდომობა სჭირდებოდა. ევროკრედიტმა პროდუქტი, ბიზნეს სესხი ანალოგიური სიტუაციების ფინანსირების მიზნით შექმნა. კომპანიის მთავარი ამოცანა იყო- ბიზნეს სესხის გაცემა ბარიერების გარეშე!

განახლებული პირობები - სესხი უზურნველყოფის გარეშე

2023 წლის ივნისიდან ევროკრედიტის სესხი განახლებული პირობებით დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ 10 000 ლარამდე თანხის მიღება კომპანიებს უკვე უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ.

ამასთან, თუ თქვენი მიზნებისთვის 10 000 ლარზე მეტი თანხის მიღება გჭირდებათ, საკმარისია, სესხის უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ევროკრედიტში, ისევე როგორც ავტო სესხის შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურება არ მოგეთხოვებათ. 

როგორ ავიღოთ ევროკრედიტის ბიზნეს სესხი?

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი რომ აიღოთ, ამისთვის არანაირი ბიუროკრატიის გავლა არ მოგიწევთ. სააპლიკაციო ფორმის შევსება მარტივად შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდიდან www.eurocredit.ge. აპლიკაციის შევსებისას, საკმარისია, რამდენიმე მარტივი ველი შეავსოთ: მიუთითოთ კომპანიის დასახელება, სასურველი თანხის მოცულობა და უზრუნველყოფის საგანი. 

მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში ყველა საჭირო ველს შეავსებთ, იმავე დღეს, სამუშაო საათების განმავლობაში, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ. ოფიცერი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები. ასევე, აგიხსნით, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და გაგაცნობთ ყველა იმ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც სესხის მისაღებად დაგჭირდებათ. 

ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი 

ევროკრედიტში ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალსიწინებით დგინდება. ამასთან, მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც, სესხის სრული ვადის პერიოდზე. კომპანიის მიერ შემუშავებული გრაფიკი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს. 

აღსანიშნავია, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კრიზისულ სიტუაციაში, მთავარი გამოსავალი აღმოჩნდა. კომპანია მუდმივად თვალყურს ადევნებს ბაზრის მოთხოვნებს, და რა თქმა უნდა, მყისიერად პასუხობს და აკმაყოფილებს მათ. 

თუ თქვენი არჩევანი გახდება ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი და დამატებითი ინფორმაციის მიღება გჭირდებათ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ვებგვერდს  www.eurocredit.ge.