მამუკა მდინარაძე: ცდილობდნენ პრემიერისთვის დაებრალებინათ საბიუჯეტო თანხების დახარჯვა, როცა გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ტყუილი, გადავიდნენ პენსიონერ მამაზე; უნდა ჩამოყალიბდნენ, პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ, თუ სხვა შემოსავალიც აქვს?

მამუკა მდინარაძე: ცდილობდნენ პრემიერისთვის დაებრალებინათ საბიუჯეტო თანხების დახარჯვა, როცა გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ტყუილი, გადავიდნენ პენსიონერ მამაზე; უნდა ჩამოყალიბდნენ, პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ, თუ სხვა შემოსავალიც აქვს?

სამი დღის განმავლობაში მათ [რადიკალური ოპოზიცია] მედიას, პოლიტიკოსებს ერთი და იგივე მესიჯი ჰქონდათ, ცდილობდნენ რამენაირად დაებრალებინათ პრემიერისთვის საბიუჯეტო თანხების დახარჯვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტყუილის გამოააშკარავებისთანავე, მათი სამიზნე პრემირის მამა გახდა.

„როცა გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ცალსახა ტყუილი, შემდეგ გადავიდნენ პენსიონერ მამაზე, საიდან ჰქონდა [ფული] ამ დროს, პენსიონერ ადამიანს, სხვა ბიზნესებში რომ ჰქონდა თანამონაწილეობა, ესეც მათგან გავიგეთ, სიუჟეტი სიუჟეტზე კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, როგორ ფლობდა ღვინის ქარხნებს, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ბიზნესს და ა.შ. ეს იყო უტრირებული ინფორმაცია, მაგრამ საფუძველი ჰქონდა, რომ როგორც აღმოჩნდა ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, რამაც მისცა საშუალება გარკვეული თანხის გაღების. ახლა უნდა ჩამოყალიბდნენ - პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ თუ სხვა შემოსავალიც აქვს? ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ ბელადს ხარჯები დანაშაულებრივად ჰქონდა გაწეული. საუბარია 14 მილიონზე, რომელსაც არამხოლოდ პირადი მიზნებისთვის, პირადი ვნებებისთვის, პირადი ინტერესებისთვის იყენებდა, ამორალურობის ზღვარს მიღმა იყო ეს ყველაფერი. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მაგალითად ნარკობარონების საფლავების მონახულება. მე მგონია, რომ ამით გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.