„ოპენჰაიმერი“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა

„ოპენჰაიმერი“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა

რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰაიმერი“, რომელიც პირველი ატომური ბომბის შემქმნელის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული სურათი გახდა. ამის შესახებ Collider-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ოპენჰაიმერის“ შემოსავალმა უკვე 912 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გადაუსწრო ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“ (910 მილიონი).

„ოპენჰაიმერი“ ნოლანის კარიერაში შემოსავლის თვალსაზრისით მესამე ფილმია. პირველ და მეორე ადგილს ამ სიაში „ბეტმენის“ ტრილოგიის ფილმები - „შავი რაინდის აღზევება“ და „შავი რაინდი“ იკავებენ.