ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშზე: ვიქნები გულწრფელი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა და ეს კარგია, თუმცა, კონტრიერიში სწრაფი არაა

ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშზე: ვიქნები გულწრფელი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა და ეს კარგია, თუმცა, კონტრიერიში სწრაფი არაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრიერიშის ტემპები ძალიან სწრაფი არაა, თუმცა უკრაინული ჯარი უნდა იბრძოდეს და ათავისუფლებდეს ტერიტორიებს, თუნდაც ეს ასი მეტრი იყოს. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ეს რთული საკითხია, მაგრამ ვიქნები გულწრფელი. ჩვენ გვაქვს ინიციატივა და ეს კარგია. შევაჩერეთ რუსეთის იერიში და გადავედით კონტრიერიშზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, კონტრიერიში სწრაფი არაა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. უნდა წავიწიოთ წინ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, თუნდაც ეს ასი მეტრი იყოს. დროის დაკარგვა არ შეიძლება. სადაც ჯავშანმანქანით ვერ გავივლით, უნდა ვიფრინოთ. სადაც ვერ ვიფრენთ - გავუშვათ დრონები. პუტინს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - აცხადებს ზელენსკი.