პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი: თუ მარცვლეულის საკითხი არ დარეგულირდება, ჩვენ უკრაინას ევროკავშირში არ შევუშვებთ

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი: თუ მარცვლეულის საკითხი არ დარეგულირდება, ჩვენ უკრაინას ევროკავშირში არ შევუშვებთ

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუსის განცხადებით, თუ მარცვლეულის იმპორტის საკითხი არ დარეგულირდება, ვარშავა უკრაინას ევროკავშირში არ შეუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

„თუ დღეს ამ ინსტრუმენტებს არ შევქმნით, პოლონეთი არ დაეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. როდესაც პოლონეთს ევროკავშირში იღებდნენ, ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა მთელი რიგი პირობები, რომლებიც ეროვნულ წარმოებას უკავშირდებოდა და ეს პირობები ძალიან მკაცრი იყო. ახლა ჩვენ უნდა დავუწესოთ პირობები უკრაინას“, - აცხადებს რობერტ ტელუსი.

ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნა, რის შემდეგაც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალვა ეროვნულ დონეზე გაახანგრძლივეს.