უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარი რუსული არმიის შეტევებს სამი მიმართულებით იგერიებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარი რუსული არმიის შეტევებს სამი მიმართულებით იგერიებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარი რუსეთის შეტევებს სამი მიმართულებით იგერიებს, ორი მიმართულებით კი გარკვეული წინსვლა აქვს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი მებრძოლები უტევენ რუსულ არმიას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე, სადაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, ზაპოროჟიეს ოლქის ორ რაიონში უკრაინულმა ჯარმა მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევა აიძულა.

რაც შეეხება ავდეევკის, მარიინკისა და შახტიორსკოეს მიმართულებებს, მოწინააღმდეგის თავდასხმის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.