მეთიუ მილერი: ჩვენ საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ და არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ამ ხედვას

მეთიუ მილერი: ჩვენ საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ და არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ამ ხედვას

უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ, საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებულო ევროატლანტიკურ ოჯახში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„150 პირზე მეტი პირი და კომპანია დავასანქცირეთ და არ შემიძლია რომელიმე ამ სანქციაზე ცალკე დეტალურად ვისაუბრო. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ, საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებულო ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს.