აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი 3 პუნქტით წარუდგინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქმე ეხება 2018 წლის ოქტომბერში ჰანტერ ბაიდენის მიერ შეძენილ იარაღს. ბრალდების მხარის მტკიცებით, დელავერის შტატში, იარაღის შეძენის დროს მან მოიტყუა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.
როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.