გოჩა ჯავახიშვილი: საფრანგეთი გვეუბნება: ევროპის კარი ღიაა იმ პირობით, რომ საქართველომ არამხოლოდ დღეს არსებული რეკომენდაციები შეასრულოს, არამედ შემდეგ ჩაერთოს კრიტერიუმების შესრულებაში, რასაც მოითხოვს ევროკავშირის წევრობა

ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. მივაწოდეთ ინფორმაცია მთავრობისა და პარლამენტის მიერ 12 რეკომენდაციის შესარულების ეტაპები, საქართველოს მზაობა და მოლოდინები ევროკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება პროცესს.

„შეაფასეს საქართველოს წარმატება და ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა და კეთილგანწყობით, მეგობრული დამოკიდებულებით გვითხრეს, რომ ინტერესით ადევნებენ თვალს და ელოდებიან, რომ საქართველოს მიერ დარჩენილი რეკომენდაციებიც წარმატებით შესრულდება, რათა ყველა ერთად, იმედით დაველოდოთ დეკემბერში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საფრანგეთი გვეუბნება: ევროპის კარი ღიაა იმ პირობით, რომ საქართველომ აჩვენოს მზაობა, ნება, არამხოლოდ დღეს არსებული რეკომენდაციები შეასრულოს, არამედ მზად იყოს შემდეგ ჩაერთოს სრულად კრიტერიუმებისა და ნორმების შესრულებაში, რასაც მოითხოვს მომავალში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.