ხანდახან გულწრფელად შეიძლება შეგეცოდოს ეს ხალხი, ლიდერებზე მაქვს საუბარი, რადგან რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ და მათ გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს გაუცხადა.
მან კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გააკეთა. კერძოდ, „ნაცმოძრაობა“ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
„ნაცმოძრაობამ“ შეიძლება გააკეთოს ნებისმიერი რამ, რასაც დაავალებენ. ამიტომ, ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, რას იმოქმედებენ. ხანდახან გულწრფელად შეიძლება შეგეცოდოს ეს ხალხი, ლიდერებზე მაქვს საუბარი, რადგან რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ და მათ გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვთ. მათთან პოლიტიკური კომუნიკაციის შედეგად ვრწმუნდები, რომ ერთი თვე ესენი გამძლებები არ იყვნენ, ქვეყანას ვერ მართავდნენ, რომ არა გარედან, ცოტა უფრო ჭკვიანი ადამიანები, დავალებების მიმცემები რომ არ ყოფილიყვნენ; თავის დროზე, 2012 წლამდე, ეს ადამიანები ერთი თვე ქვეყანას ვერ მართავდნენ.
გამორიცხულია, რომ ქვეყანა ემართათ იმ აზროვნებით, რაც მათ ახლა აქვთ და რა პასუხებსაც ისინი გვცემენ. ეს მაშინ იკვეთება, როდესაც სწრაფი პასუხი გესაჭიროება. იმდენად სისულელეს საუბრობენ, რომ წარმოუდგენელია. როდესაც წავლენ, დალაგდებიან, იმსჯელებენ, ვიღაცას დაურეკავენ ან ვიღაც დაურეკავს, მაშინ შესაძლებელია, რომ პოლიტიკურად ისეთი არ იყოს, თქვა, სისულელეა“, - განაცხადა მდინარაძემ.