“მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომეზი

“მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომეზი

მას შემდეგ, რაც სელენა გომესმა უცხოურ გამოცემებთან მუსიკალური ინდუსტრიის დატოვებასა და მისი პროფესიის, როგორც მომღერლის დაუფასებლობაზე ისაუბრა, რამდენიმე თვე გავიდა.

ვარსკვლავმა კარიერის დასრულების შესახებ აზრი მალევე შეიცვალა, უფრო მეტიც, სამომავლო
გეგმები დასახა და წარმატებული პროექტების განსახორციელებლად არაერთი გეგმა შეიმუშავა.

“არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევწყვეტ სიმღერების წერას. განვლილი წლების განმავლობაში მე
ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოყენებას და
ხარისხიანი პროდუქციის შექმნას. დროის გასვლასთან ერთად უფრო ვიზრდები და ვვითარდები,
ამიტომაც მინდა მიღებული გამოცდილება ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო.”

რამდენიმე წლის წინ სელენა გომესი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა
და ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ვარსკვლავი იყო, თუმცა დღეს სოციალური ქსელები და
მათთან დაკავშირებული საკითხები მომღერლისთვის სრულიად უმნიშვნელოა.

სოციალურ მედიაზე ნაკლები დროის დათმობამ სელენა გომეზს საკუთარ საქმიანობაზე
კონცენტრაციის საშუალება მისცა და ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარა.

შემსრულებელი აღნიშნავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული არარეალური სილამაზის
სტანდარტები ადამინებს თვითშეფასებას უდაბლებს და ამ ყველაფერში დიდს როლს სწორედ
სოციალური ქსელები თამაშობენ.

“მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი სხვა ადამიანებს დავმსგავსებოდი. როდესაც
გარშემომყოფების ფოტოებს ვხედავდი საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მათ მსგავსად რატომ არ
გამოვიყურებოდი. ჩემთვის არაფერი არ იყო საკმარისი, რადგან თითქოს ყველაფერში ნაკლს
ვეძებდი.“

“ინსტაგრამი ძალიან სასარგებლო პლატფორმაა, რომელსაც მეც ძალიან ხშირად ვიყენებდი
წლების განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, მეშინია, როდესაც ახალგაზრდა გოგონებსა და
ბიჭებს ვუყურებ, რადგან სოციალური ქსელები მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია.“

“როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობ, საკუთარ თავსაც მოვიაზრებ მათ გვერდით. წარმოიდგინეთ,
შედიხართ სოციალურ ქსელში და გხვდებათ უამრავი უცხო ადამიანის კომენტარი, რომლებიც იმ
ნაკლსა და დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად არ
მოგწონთ და უხერხულობას გიქმნით.”

“ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩვენს თვითშეფასებაზე
ზეგავლენის მოხდენის საშუალება… სწორედ ამიტომ შევქმენი Rare Beauty, ეს არ არის მხოლოდ
სილამაზის ბრენდი და ბავშვობის ახდენილი ოცნება, ეს არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს
საკუთარი ინდივიდუალურობის აღმოჩენის საშუალებას აძლევს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ,
დატვირთულია ქველმოქმედების სურვილით. თუკი რაღაც კარგად არ გამოდის, მაშინ არ ვაპირებ
ამ საქმიანობის გაგრძელებას. მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებსაც
ჩემთან ერთად ბრძოლა სურთ.”