„აეროსმიტის“ ფანებს ლოდინი მოუწევთ იმისთვის, რომ ბენდის კონვერტებს დაესწრონ. ბენდმა ტურნე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ამ დროისთვის სამი კონცერტი გამართა.
თუმცა, ბოლო კონცერტზე ბენდის სოლისტ სტივენ ტაილერს იოგები დაუზიანდა, რამაც ჯგუფი იძულებული გახადა დაგეგმილი კონცერტები რამდენიმე თვით გადაედო, - ამის შესახებ People წერს.
„ექიმისგან მკაცრი გაფრთხილება მივიღე იმაზე, რომ მომავალი 30 დღე არ ვიმღერო“, - წერს 75 წლის ვარსკვლავი Instagram-ზე.
„ბოლო შოუზე იოგების დაზიანება მივიღე, რამაც მკვეთრი სისხლდენა გამოიწვია. ამიტომ, რამდენიმე დაგეგმილი კონცერტის გადადება გვიწევს იმისთვის, რომ ისეთი შოუთი დავბრუნდეთ, როგორსაც მაყურებელი იმსახურებს“, - ნათქვამია ბენდის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როკ ბენდმა შემდეგი ექვსი კონცერტი 2024 წლის იანვარ-თებერვლისთვის გადადო.