ირაკლი კობახიძე: გახარია ვერ მიჰყიდეს საზოგადოებას, რომელიც მანამდე პრემიერი იყო და ლომჯარია როგორ უნდა მიჰყიდო ქართულ საზოგადოებას შუაშისტად?

ირაკლი კობახიძე: გახარია ვერ მიჰყიდეს საზოგადოებას, რომელიც მანამდე პრემიერი იყო და ლომჯარია როგორ უნდა მიჰყიდო ქართულ საზოგადოებას შუაშისტად?

2020 წელს სცადეს, რომ, „ლელო“ წარმოეჩინათ შუაშისტურ ფრთად, რომელსაც ნაცმოძრაობასთან ერთად, მოგვიანებით უნდა დაელაგებინა კოალიცია. არ გამოუვიდათ - „ლელო“ როგორ უნდა წარმოაჩინო შუაშისტად, როდესაც პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული მათი ლიდერი, ნაცმოძრაობასთან ერთად? - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„2021 წელს იყო გახარია. მაშინ ისეთი ნარატივი ჰქონდათ, რომ გიორგი გახარია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ვერ მოატყუეს მაშინაც საზოგადოება. ახლა ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუო ქართული ხალხი, ეს ხომ წარმოუდგენელია? გახარია ვერ მიჰყიდეს საზოგადოებას, რომელიც მანამდე პრემიერი იყო და ლომჯარია როგორ უნდა მიჰყიდო ქართულ საზოგადოებას შუაშისტად? ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა კობახიძემ.