ირაკლი კობახიძე: კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე

ირაკლი კობახიძე: კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე

კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში არავინ მიიღებს და ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ეს უნდა გაითვალისწინოს.

„კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გასაგებია მათი [კუბილიუსისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა კობახიძემ.