ილია დარჩიაშვილი: საპატიო კონსულების ინსტიტუტი ეხმარება ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ უკეთესად წარმოჩენასა და ეკონომიკურ განვითარებაში

ილია დარჩიაშვილი: საპატიო კონსულების ინსტიტუტი ეხმარება ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ უკეთესად წარმოჩენასა და ეკონომიკურ განვითარებაში

საპატიო კონსულების როლი და მათი ჩართულობა საქართველოს მხარდაჭერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ქვეყანა უფრო უკეთესად წარმოჩნდეს საზღვარგარეთ და საქართველომ უფრო მეტი მეგობარი და ინვესტორი შეიძინოს, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბათუმში, საპატიო კონსულების ყოველწლიური შეკრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ჩატარებული კონფერენცია იქნება ახალი იმპულსი, ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით და საპატიო კონსულებიც უფრო მეტად მოტივირებულები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას.

„საპატიო კონსულების ინსტიტუტს ჩვენ შედეგიანად ვიყენებთ და ეს ეხმარება ჩვენს ქვეყანას უკეთესად წარმოჩენაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ბათუმში დღეს ჩატარებული კონფერენცია იქნება ახალი იმპულსი, ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით და საპატიო კონსულებიც უფრო მეტად მოტივირებულები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და მის გუნდს განსაკუთრებული მასპინძლობისა და ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით კონფერენციამ წელს დამატებითი შინაარსი შეიძინა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით და ჩავატარეთ საპატიო კონსულების კონფერენცია ქ. ბათუმში. ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ საზღვარგარეთ მყოფი საპატიო კონსულების საქართველოში ყოველწლიური კონფერენცია და ვიზიტი, რომელიც რა თქმა უნდა გვაძლევს შესაძლებლობას , რომ მათთან ყოველწლიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც არსებობს ქვეყნის თვალსაზრისიდან გამომდინარე.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2023 წლის 9-11 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.