შალვა პაპუაშვილი: ბორელის ვიზიტი იყო აბსოლუტურად ძლიერი და პოზიტიური

შალვა პაპუაშვილი: ბორელის ვიზიტი იყო აბსოლუტურად ძლიერი და პოზიტიური

ბორელის ვიზიტი იყო აბსოლუტურად ძლიერი და პოზიტიური, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბორელმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, რომ ბორელის ვიზიტი იყო აბსოლუტურად ძლიერი და პოზიტიური. იცით, რომ მეც შევხვდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად. მისი მიდგომა და ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ოპოზიციის მიმართ იყო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული. სხვაგვარად შეუძლებელია ისაუბრო დემოკრატიის პრინციპებზე, როდესაც ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის ჩაშლა გადაწყვეტილებების მიღებისა და ყველანაირად ხელის შეშლა, რომ სახელმწიფომ, როგორც მექანიზმმა იმუშაოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.