ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

მესამე დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრებთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო, - ამის შესახებ აღნიშნულია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიც მოინახულეს, საკვები პროდუქტები გადასცეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა დავიწყეთ. ასევე, დღის განმავლობაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოვინახულეთ. მივუტანეთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გავეცანით“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ამასთან, მერიის განცხადებით, სტიქიის პირველივე დღიდან მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 601 304; 551 38 38 05; ასევე, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.