ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი

ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი

ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის შესახებ სპეკულაცია უწოდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერია სასპეკულაციო ამაში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული, შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე არ ღირს კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოპოზიცია კი პრემიერის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა - ინიციატორი პარტია „ლელოა“.