ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„სტიქიის ზონაში ტექნიკა ყველა მიმართულებით მუშაობს, არ გაჩერებულა. სადაც საცალფეხო გზები იყო, იქ უკვე ტექნიკით შევდივართ, რათა სადაც შესაძლებელია, სამანქანე გზებიც გავაკეთოთ. ასევე, ინტენსიურად ხდება მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება, რაც ჯამში, უკვე 200-ზე მეტ ოჯახს დაურიგდა და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.