„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
„ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის დაკავებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.