ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის დაშლაზე: რადიკალური ოპოზიცია რაც უფრო შემცირდება, მოსახლეობისთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო კარგი იქნება

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის დაშლაზე: რადიკალური ოპოზიცია რაც უფრო შემცირდება, მოსახლეობისთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო კარგი იქნება

რადიკალური ოპოზიცია რაც უფრო შემცირდება, მოსახლეობისთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო კარგი იქნება, - ასე აფასებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის დაშლას.

„6-მა დეპუტატმა ნამდვილად დატოვა „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია. გუშინ შემოიტანეს გაფორმებული, ხელმოწერილი ოქმი და ჩვენთან ეს ოქმი დარეგისტრირდა. რადიკალური ოპოზიცია რაც უფრო შემცირდება, მოსახლეობისთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო კარგი იქნება. უფრო კონსტრუქციული გახდება მუშაობა როგორც საკრებულოში, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტშიც“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. 6-მა ადამიანმა დატოვა როგორც ფრაქცია, ასევე პარტია.