მაროკოში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მაროკოში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 296 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 153 ადამიანი.