ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევისწავლოთ პოტენციური რისკები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა, კიდევ არსებობდეს, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.
„მეწყრული პროცესები განავითარა უხვმა ნალექმა, რომელიც გუშინ მოვიდა რეგიონში და შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელ წლებში ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ზოგიერთ ლოკაციაზე დაახლოებით 160 მმ-ს აჭარბებდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ დღეებშიც ველოდებით არამდგრად ამინდებს, მოსალოდნელია ნალექი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ადგილი იყოს შესწავლილი. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და ასეთი საფრთხის შემთხვევაში, აუცილებლად შევატყობინებთ მოსახლეობას“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.