სააკაშვილი გვარამიაზე: ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს

სააკაშვილი გვარამიაზე: ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს

კიდევ ერთხელ ვამბობ - სამიზნე უნდა გასწორდეს რუსულ რეჟიმზე. ძალაც და გამარჯვებების რეცეპტიც ერთობაშია! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნიკა გვარამია ჩემი ახლო მეგობარია.

მაგრამ ამასაც თავი რომ გვანებოთ, ის თუ როგორ შექმნა მან უნიკალური გუნდი, თუ როგორ გაუძლო ამ გუნდმა მათი სახლის - რუსთავი 2-ის რეიდერულ წართმევას და ურთულეს პირობებში ჩამოაყალიბა ახალი ტელევიზია, თავისთავად არის გმირობა.

მისი ტყვეობა ამ გმირობის კულმინაცია იყო. 

ვფიქრობ, მთავარი გმირობები ნიკას წინ აქვს და ჩვენ მის მშობლიურ სოხუმში აუცილებლად აღვნიშნავთ საქართველოს გამთლიანებასა და ძალიან დიდ წარმატებებს.

ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ - სამიზნე უნდა გასწორდეს რუსულ რეჟიმზე.

ძალაც და გამარჯვებების რეცეპტიც ერთობაშია!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Aburjga Tasmanieli დიდება სტალინს! დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას! გორში უნდა აღდგეს ამ შიზოიდის ბრძანებით წაქცეული სტალინის ძეგლი! თბილისში ალიევის ქუჩას უნდა დაერქვას ბერიას სახელობის სანაპირო!
1 წლის უკან