ძალიან წმინდად დაჭრილი ხახვი და სტაფილო 3-5 წუთი შუშეთ ცხელ ტაფაზე, შეურიეთ კრევეტი და სოკო. შემდეგ, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ბრინჯი,
მუდმივი მორევით კიდევ 2 წუთი ბრაწეთ ტაფაზე და დაუმატეთ ბარდა. ბოლოს ჩაახალეთ კვერცხი. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, მოურიეთ და გადმოდგით.
ინგრედიენტები ერთი ულუფისათვის:
100 გრამი მოხარშული ბრინჯი,
10 გრამი ხახვი,
10 გრამი სტაფილო,
10 ცალი გაწმენდილი კრევეტი,
20 ცალი დაკონსერვებული მწვანე ბარდა,
2-3 ცალი გამხმარი ჩინური სოკო,
1 კვერცხი,
მზესუმზირის ზეთი,
მარილი გემოვნებით.