კიდევ ერთხელ არის დაუფარავი მცდელობა, რომ შოვის ტრაგედია გამოყენებული იყოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად, რაც პოლიტიკურადაც და ყველანაირად ამორალურია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ქრონიკას განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივა და ამ საკითხის გარშემო იქნება საუბარი.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ საკითხითაც [შოვის ტრაგედია] მანიპულირებენ, თან გვეუბნებიან, რომ კენჭისყრაზე არ დააყენოთ, მაგრამ პერმანენტულად გვქონდეს დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის დაუფარავი მცდელობა, რომ შოვის ტრაგედია გამოყენებული იყოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად, რაც პოლიტიკურადაც და ყველანაირად ამორალურია. მეორე მხრივ, თუ დადგება საკითხი, ის უნდა დადგეს კენჭისყრაზე, ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. გარდა ამისა, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრია დაბარებული, რომელიც მოვა და რა თქმა უნდა, ამ საკითხის გარშემო იქნება საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას კენჭისყრის გარეშე ითხოვს. მმართველი გუნდის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია ტრაგედიით მანიპულირებს და ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედებს.