მგონია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან ეს მიზანშეწონილად არ უნდა ჩათვალოს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გათვლაა, მუდმივი საუბარი იყოს იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია
„იმპიჩმენტი შედგება ორი ეტაპისგან - სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხისგან. სამართლებრივი საკითხზე, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, პასუხს სცემს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ ამ დარღვევის გამო, არის თუ არა პოლიტიკურად მიზანშეწონილი პრეზიდენტის გადაყენება, ამ კითხვაზე უკვე პარლამენტი სცემს პასუხს. მგონია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან ეს მიზანშეწონილად არ უნდა ჩათვალოს. „ქართული ოცნების“ გათვლაა, მუდმივი საუბარი იყოს იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.