შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - დროა, წინ წავიწიოთ

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - დროა, წინ წავიწიოთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

Aburjga Tasmanieli ეს დაღლილი სახედარი გაიტანეთ, ესღა გვაკლდა ახლა?! 2030 ასე ჩქარა? 2050 გეთქვა შე კაცო, იმ დროს პასუხს ვეღარავინ მოგთხოვდა! ან ეს განცხადება რომ გააკეთე ზოოპარკის დირექტორ ბორელს შეუთანხმე ან ურსულა დეიდამ დაგირტყა ბეჭედი?!
1 წლის უკან