გიორგი ვაშაძე: საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია -არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს

გიორგი ვაშაძე: საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია -არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს

უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან, საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.

„ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადაა - არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ესაა ნათქვამი. ფაქტობრივად ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ გამო საქართველო.

გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.