ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა „დეილი მეილთან“ ისაუბრა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პუბლიკაციას თავის ვიდეომოსაზრებასაც ურთავს და განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.
„პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და გარდაცვლილი „ვაგნერელებისადმი“ მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ უბრალოდ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით“, - აცხადებს ჯონსონი.