ხანძარი იყო ქუთაისში. ცეცხლი ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს“ საწყობს გაუჩნდა თვითმხილველების თქმით, ადგილზე აფეთქების ხმაც გაიგეს, რასაც ძლიერი კვამლი მოჰყვა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.