ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულ სამი პილოტიდან ერთი „კიევის მოჩვენების

ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულ სამი პილოტიდან ერთი „კიევის მოჩვენების" სახელით ცნობილი მფრინავია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა ჟიტომირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ცნობილი მფრინავის, ანდრი პილშჩიკოვის და ორი სხვა მფრინავის გარდაცვალება.

ავიაკასტროფა 25 აგვისტოს მოხდა. ჟიტომირის ცაში, საბრძოლო დავალების შესრულებისას, ერთმანეთს ორი L-39 შეეჯახა და სამივე პილოტი გარდაიცვალა.

ანდრი პილშჩიკოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა თავდაპირველად მის მეგობრებმა გაავრცელეს. „შენ ოცნებობდი F 16-ზე და გახდი მომსწრე ამბისა მისი გადმოცემის შესახებ. შენ გიყვარდა შენი ჩიტი და ფაქტიურად ცაში ცხოვრობდი", - დაწერა ფეისბუქში მისმა მეგობარმა პაველ პოცელუევმა.

ანდრი პილშჩიკოვი ცნობილია მეტსახელით „კიევის მოჩვენება". გავრცელებული ინფორმაციით, მან  2022 წლის 24 თებერვალს კიევისთვის ბრძოლაში ექვსი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.