ანა ნაცვლიშვილი: რუსეთი 2 საუკუნეა ებრძვის ჩვენს დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ

ანა ნაცვლიშვილი: რუსეთი 2 საუკუნეა ებრძვის ჩვენს დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ

რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ისტორია, რომელსაც ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას თქვა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.