მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „დომოდედოვოს“ აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დაწესდა.
რუსული მედიის ცნობით, ზოგიერთი ავიარეისი გადაიდო, ზოგი - გაუქმდა, რამდენიმე რეისისთვის ჩამოსვლისა და გამგზავრების ტერმინალი შეიცვალა.
რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ დროებითი შეზღუდვები უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველსაყოფად დაწესდა.