უდავოა, რომ ახლა რესპუბლიკური პარტია მარტივად დაასახელებს დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად, - ამის შესახებ CBS News-ი ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ექსპრეზიდენტს ახლა ყველაზე დიდი უპირატესობა - 62% აქვს კონკურენტებთან შედარებით, სამართლებრივი პრობლემების ფონზეც კი. მეტიც, მისი ამომრჩევლების უმეტესობა ამ პრობლემებს ტრამპისთვის მხარდაჭერის გამოსახატად კიდევ ერთ მიზეზად ასახელებს.
CBS-ში განმარტავენ, რომ ტრამპის ამომრჩევლები ყოფილ პრეზიდენტს ინფორმაციის უტყუარ წყაროდ აღიქვამენ და მეტად ენდობიან, ვიდრე მედიას, რელიგიურ ლიდერებსა და საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ტრამპის უახლოეს კონკურენტს, რონ დესანტისს გამოკითხულთა მხოლოდ 16% უჭერს მხარს. რესპუბლიკური პარტიის დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი კი საერთოდ ერთნიშნაა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა მანამდე ჩატარდა, სანამ ტრამპი დააანონსებდა, რომ პარტიის დებატებში მონაწილეობას არ მიიღებდა.