გერმანული გამოცემა Die Welt-ი სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საუკუნის პირველი ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი, სანქციების, რაკეტებისა თუ დრონების საშუალებით არ დასრულდება.
უკრაინამ წარმატების მისაღწევად ფრონტზე მოსახლეობის 10% მაინც უნდა გაგზავნოს და მტრის რესურსების გამოფიტვაზე იზრუნოს. სტატიაში ასევე წერია, რომ უკრაინას ომში გასამარჯვებლად 3 მილიონი ადამიანის მობილიზაცია მოუწევს.